მყარი ნარჩენების ტარიფების რეკალკულაციის შესახებ შეხვედრა

მყარი ნარჩენების ტარიფების რეკალკულაციის შესახებ შეხვედრა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახში“ მყარი ნარჩენების ტარიფების რეკალკულაციის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია „CENN“ -ის წარმომადგენელმა არჩილ ლეჟავამ და კოორდინატორმა აჭარის რეგიონში კახაბერ გუჩმანიძემ პროექტის დეტალები დამსწრე საზოგადოებას გააცნეს. პროექტი „CENN“ (კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) ორგანიზებითა და ა.შ.შ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს “USD”- ს მიერ ხორციელდება. შეგახსენებთ, „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მყარი ნარჩენების მართვის“ 5 წლიანი გეგმა აღნიშნულმა ორგანიზაციამ შეიმუშავა. ნარჩენების მართვის კოდექსის მიღებასთან ერთად, 2015 წელს, ძალაში შევიდა მუნიციპალიტეტების ვალდებულება, მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვასთან დაკავშირებით. ვალდებულების თანახმად, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა 2017 წლის ბოლოს შემუშავდა. პროექტის ფარგლებში ასევე ხელვაჩაურის ტერიტორიაზე არსებული 3 უკანონო, თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელი დაიხურა.