მიწის მასებისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 10 აგვისტოს განვითარებული მეწყერული პროცესების შედეგად ჩამოწოლილი მიწის მასების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. დასასრულს უახლოვდება სოფელ სატეხიაში 80 მაცხოვრებელთან მისასვლელი გზის გაწმენდა, აღნიშნული გზა ნაწილობრივ იყო ჩაკეტილი და მოსახლეობის უმრავლესობას შემოვლით გზით უწევდა მოძრაობა.