მინდია დიდმანიძე თხილნარში მცხოვრებ ადგილობრივებს შეხვდა

თხილნარის მაჟორიტარი საკრებულოს წევრი მინდია დიდმანიძე ადგილობრივებს შეხვდა. შეხვედრაზე ასევე საკრებულოს განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გურანდა დოლიძე და ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ჯამბულ თავართქილაძე იმყოფებოდნენ.
შეხვედრაზე საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტში, კონკრეტულად თხილნარის თემში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.
დეპუტატმა მოქალაქეებთან შეხვედრის შემდგომ თხილნარის #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულების მიერ ორგანიზებულ სასკოლო ღონისძიებას დაესწრნენ და მათ სკოლის დამთავრება მიულოცეს.