მინდია დიდმანიძე და სულხან დუმბაძე სოფელ მახოში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ

მინდია დიდმანიძე და სულხან დუმბაძე სოფელ მახოში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ
9 ივლისს თხილნარის მაჟორიტარი მინდია დიდმანიძე და საკრებულოს წევრი სულხან დუმბაძე სოფელ მახოს, ზანაქეთისა და სიმონეთის მოსახლეობას შეხვდნენ.

 მოსახლეობასთან შეხვედრაზე დეპუტატებმა უკვე განხორციელებულ და მუნიციპალიტეტში დაგეგმილ სოციალურ, კულტურულ- საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.
 მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა. საკრებულოს წევრებმა მოსახლეობას თვითმართველობის მმართველობაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდეს.
 მიმდინარე წელს თხილნარისა და ჭარნალის ადმინისტრაციულ ერთეულებში სასმელი წყლის რეაბილიტაცია, მოსაცდელების მოწყობა და შიდა სასოფლო გზების დაბეტონებაა დაგეგმილი, ნაწილი პროექტებისა უკვე ხორციელდება.