მინდია დიასამიძე ახალშენის მოსახლეობას შეხვდა

დღეს საკრებულოს საფინანსო-ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მინდია დიასამიძე ახალშენში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ნუგზარ ზოიძემ ახალშენში გარე განათების მოწყობა მოითხოვა. მაჟორიტარმა აღნიშნული საკითხის შესახებ ბიუჯეტის კორექტირების დროს თანხების გათვალისწინებას დაჰპირდა.
დღესვე ახალშენის ამბულატორიის მთავარმა ექიმმა მანონი ჯანჯღავამ მაჟორიტარს ამბულატორიაში გამათბობლის სარემონტო სამუშაოების მოგვარება სთხოვა.
საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები მოქალაქეებს ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან.