მიგრაციის თემაზე ტრენინგი "ქალთა ოთახში"

„მიგრაციის მართვის განვითარება საქართველოში“ - ამ თემაზე ტრენინგ-სემინარი ჩაატარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახში.“ სამუშაო შეხვედრაზე არალეგალურ მიგრაციაზე, ტრეფიკინგზე, მიგრაციის მართვის საერთაშორისო და ადგილობრივ კანონმდებლობაზე და პრაქტიკაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი ( არსებულ შესაძლებლობები და გამიწვევები).
შეხვედრა, რომელიც „ქალთა ოთახის“ ორგანიზებით გაიმართა, საინიციატივო ჯგუფის წევრები, გამგეობის და საქართველოს პარლამენტის ბიუროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.