მეწყერსაშიშ ზონებში ფერდდამცავების მშენებლობა გრძელდება

სოფელ ახალსოფელში დასრულდა ამირან ჯინჭარაძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ფერდდამცავი კედლის მოწყობის სამუშაოები.
პროექტი ,,სტიქიური რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლების მიმართ ფერდსამაგრი ნაგებობების მშენებლობის ხელშეწყობის პროგრამით'' განხორციელდა.
შესრულებული სამუშაოები ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მერის მოადგილეებმა კახაბერ ფუტკარაძემ და არჩილ ბარამიძემ დაათვალიერეს.
პროექტისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 23 841 ლარი გამოიყო. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შპს ,,ნიკამ’’ შეასრულა.
მიმდინარე ეტაპზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯამში 24 ფერდსამაგრი კედელი მოეწყო.