მერმა სოფელ ცხემლარაში მე-11 საუკუნით დათარიღებული მარანი დაათვალიერა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ სოფელ ცხემლარაში, ზურაბ სალვარიძის ოჯახში, ისტორიული მარანი დაათვალიერა. მარანი მე-11 საუკუნის ძეგლს წარმოადგენს. ხელნაკეთი მარანი თაღოვანი ფორმისაა და უკვე დიდ ტურისტულ ინერესს იწვევს. ამჟამად მარნის მიმდებარედ სამეურნეო ტიპის შენობა დგას, რომელსაც ოჯახი დანიშნულებისამებრ იყენებს. მერი სალვარიძეების ოჯახს სამეურნეო შენობის სხვა ადგილას გადატანას და მარნის ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას დაჰპირდა. როგორც მერმა აღნიშნა ტრადიციული ქართული მარნის ისტორიული ფორმის შენარჩუნება და მარანთან შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა მაჭახელას ხეობაში ხელს შეუწყობს სოფლის ტურიზმის განვითარებას.