მერმა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები მიიღო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ადმინისტრაციულ ერთეულებში უფროს სპეციალისტებთან და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად განიხილეს მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი საშეშე ხე-ტყის განაწილების, ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლის აღსადგენად ფინანსური დახმარების, ფერდსამაგრი კედლის მოწყობის და სხვა პრობლემური საკითხები. მოქალაქეთა ყველა მოთხოვნა დადებითად გადაწყდა და მათი გადაჭრის გზები დასახა.