მერმა მორიგი სამუშაო თათბირი გამართა

მერმა მორიგი სამუშაო თათბირი გამართა

მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესების განხილვის მიზნით ხელვაჩაურის მერიაში დღეს მორიგი სამუშაო თათბირი გაიმართა. მერმა შეხვედრაზე მოისმინა მერის მოადგილეების და სამსახურის უფროსების მიერ წარმოადგენილი ინფორმაცია შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ და პრობლემურ საკითხებზე დროული რეაგირების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.