მერმა ჰიპოქლორიდის აპარატის ამოქმედება დაუყონებლივ მოითხოვა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ თანამშრომლებს თათბირზე შენიშვნა მისცა. ჯუმბერ ვარდმანიძემ აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელს დაუყონებლივ მოთხოვა წყალსადენებზე დამონტაჟერბული ჰიპოქლორიდის აპარატის ამოქმედება. „ხელვაჩაურის წყალკანალის“ დირექტორის განმარტებით, ხვალ დილიდან პირველ რიგში სოფელ სარფში საქლორატორო ჩაირთვება.
სოფლებში ახალშენის, სალიბაურის, სარფის, შუა მახინჯაურის, თხილნარისა და აგარის წყალსადენებზე საქლორატოროები 1 თვის წინ მოეწყო. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 49 737 ლარი დაიხარჯა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა წყალსადენზე გეგმავს საქლორატოლო მოწყობილობების დამონტაჟებას.