მერის მოადგილე კახა ფუტკარაძე განახლების მოსახლეობას შეხვდა

მერის მოადგილე კახა ფუტკარაძე  განახლების მოსახლეობას შეხვდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახა ფუტკარაძე შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად სოფელ განახლების მოსახლეობას შეხვდა. უკვე რამდენიმე კვირაა განახლებაში არსებულ სასმელი წყლის რეზერვუართან დაკავშირებით ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასა და მოსახლეობას შორის წინააღმდეგობა წარმოიშვა. კერძოდ, სოფელში არსებულ წყლის რეზერვუარზე დამატებით წყლის მილების გაყვანს ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან. ამავე სოფლის დაახლოებით 40 ოჯახს სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა დღემდე აქვს. სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით დაიწყო სოფელში სამუშაები. ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენლებისა და ადგილობრივების არაერთი მოლაპარაკების მიუხედავად საკითხი დადებითად ვერ გადაწყდა. ხელვაჩაურის მერიის შესაბამისი სამსახური იძულებული გახდა განახლებაში დაგეგმილი სამუშაოები შეეწყვიტა და კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება გაეუქმებინა.