მერიამ ხელვაჩაურში არსებული ტურისტული ობიექტების აღრიცხვა დაიწყო

ხელვაჩაურში არსებული ტურისტული ობიექტების აღრიცხვა და მონიტორინგი დაიწყეს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ მერაბ მიქელაძემ და განათლების და კულტურის სამსასახურის უფროსისი მ/შ მადონა დავითაძემ. მერიის წარმომადგენლებმა კაფე-ბარებისა და საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს ობიექტების მიმდებარე ტერიტორიების სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების მინიმალური სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდეს. ტურისტული ობიექტების აღრიცხვასა და მონიტორინგს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს მერიის წარმომადგენლები რამდენიმე დღეში დაასრულებს.