მერი ქარის შედეგად დაზარალებულ ოჯახებში იმყოფებოდა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ქარის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. სოფელ მახინჯაურში, ზედა განთიადში და ქვედა სამებაში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ელექტრო გადამცემი ბოძები დააზიანა.
დღეს დაზარალებულებთან იმყოფებოდნენ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.
სპეციალური კომისიისწევრებმა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა უკვე დაიწყო. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები დაზარალებულ ოჯახებს ოპერატიულად , უმოკლეს ვადებში კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარება.