მერი კაპრეშუმის მოსახლეობას შეხვდა

მერი კაპრეშუმის მოსახლეობას შეხვდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ კაპრეშუმში სოციალურ სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ჯუმბერ ვარდმანიძეს ადგილობრებმა საცხოვრებლების ირგვლივ სკვერისა და მინი-მოედნის მოწყობა სთხოვეს. მერმა მოსახლეობას დაჰპირდა, რომ აღნიშნულ დასახლებაში ეტაპობრივად შესაბამისი ინფრასტრუქტურა განვითარდება.
სოფელ კაპრეშუმში 2 სოციალური სახლი მერიის დაფინანსებით აშენდა, სადაც 50 ეკომიგრანტს ბინები საჩუქრად გადაეცათ. 
მიმდინარე წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია რიგით მეოთხე სოციალური სახლის აშენებას კაპრეშუმში გეგმავს.