მერი ჯუმბერ ვარდმანიძე სოფ. განახლების მოსახლეობას შეხვდა

მერი ჯუმბერ ვარდმანიძე სოფ. განახლების მოსახლეობას შეხვდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე მოადგილესთან კახა ფუტკარაძესთან ერთად სოფელ განახლების მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა პირველ რიგში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემის მოგვარება მოითხოვეს. ჯუმბერ ვარდმანიძე ადგილობრივებს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრას უახლოეს მომავალში დაპირდა. 
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ადგილობრივებს 2018 წელს მიმდინარე ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისა და სამომავლოდ განსახორცილებელი პროექტებზეც ესაუბრა. 
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ანალოგიური ხასიათის შეხვედრებს ყველა ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ეტაპობრივად გამართავს.