მერი ჯუმბერ ვარდმანიძე საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

მერი ჯუმბერ ვარდმანიძე საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა და თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამეს.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, აჭარის რეგიონში განახორციელა პროექტი „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების ამოქმედების ხელშეწყობა აჭარაში”. პროექტის მიზანი იყო აჭარის მუნიციპალიტეტების გაძლიერება, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილებით, დაკისრებული ვალდებულებების აღსასრულებლად.

პროექტის ფარგებში ნაყოფიერი თანამშრობლობის შედეგად მუნიციპალიტეტმა შექმნა შიდა სამოქმედო ინსტრუქცია ბავშვზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისთვის, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერის მიერ შერჩეულ წარმომადგენლებსა და  მათ სპეციალისტებს ჩაუტარდათ ტრენინგი ბავშვზე ძალადობის საკითხებზე.

ინიციატივის მიზანია - ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის სოციალური სამუშაო ძალის უნარების გაძლიერებას, რათა მოახდინონ ბავშვთა ძალადობის შემთხვევებზე და რეგიონში მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერაზე ეფექტიანი რეაგირება.