მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს სახურავებიდან გადმოთოვის აქცია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს შენობა-ნაგებობების სახურავებიდან გადმოთოვის, კიბეების, აივნების, სახლებთან მისასვლელი გზების გაწმენდის აქცია. ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები, მაჟორიტარ დეპუტატებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთნ ერთად, ახორციელებენ სოც. დაუცველების სახლებისა და მიტოვებული შენობების გადმოთოვას.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ იმ ოჯახებს რომლებსაც არ შეუძლიათ გარკვეული მიზეზების გამო საცხოვრებლი სახლების გადმოთვლა, ახლობლებმა და მეზობლებმა გაუწიონ შესაბამისი დახმარება. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია ასევე ბოდიშს უხდის ადგილობრივ მოსახლეობას მაღალ სოფლებში გადაადგილებასთან არსებული პრობლემების გამო.