ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, არტ-კლუბის ფარგლებში იწყებს ახალგაზრდა დამწყები მხატვრების ნამუშევრების მიღებას თემაზე: "მე ვხატავ საქართველოს''.
ხატვის მოყვარულმა ახალგაზრდებმა, მიმდინარე წლის 25 მაისამდე ნახატები და პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, სასწავლებელი და საკონტაქტო ინფორმაცია- უნდა გამოაგზავნონ ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ელექტრონულ მისამართზე : Khelvachauriyouthcenter@gmail.com.
შერჩეული ნამუშევრები 26 მაისს აიტვირთება ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ოფიციალურ გვერდზე.
ონლაინ აქტივობის მიზანია პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება ახალგაზრდებში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
599851456 ნატა ხინკილაძე.