მასშტაბური დასუფთავების აქცია ხელვაჩაურში

გავუფრთხილდეთ გარემოს და შევინარჩუნოთ სუფთა სოფელი“ - ამ სახელწოდებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასუფთავების აქციების ჩატარება გრძელდება. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით გამგებლის ნადიმ ვარშანიძის ინიციატივით დასუფთავების აქციები უკვე ყოველკვირეულად ტარდება. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებმა, ა(ა)იპი კომუნალური მომსახურების თანამშრომლებმა ბათუმი ახალციხის მიმართულებით ცენტრალური გზის ტერიტორია დაასუფთავეს.
აქტივობის მიზანი ხელვაჩაურის ყველა სოფლის მოწესრიგება, ტურისტებისთვის მიმზიდეველი გარემოს შექმნა და მოქალაქეთა ინფორმირებულობის დონის ამაღლებაა.
დასუფთავების აქცია საზოგადოებასთან ურთიეთრთობის განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.