მან-სან-კანში „მხიარული რეგიონი“ ხელვაჩაურის გუნდმა გაიმარჯვა

მან-სან-კანში „მხიარული რეგიონი“ გამარჯვება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულები 2 დღიანი ექსკურსიის საგზურით ტაო-კლარჯეთში დასაჩუქრდნენ.
ქ. ბათუმის საზაფხულო თეატრში მუნიციპილური ჩემპიონატი მან-სან-კანში „მხიარული რეგიონი“ დღეს გაიმართა, რომლშიც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის ნაკრებმა გუნდებმა მიიღო მონაწილეობა.
აღნიშნული ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის პროგრამის „ახალგაზრდულ საქმეთა ხელშეწყობის“ ფარგლებში გაიმართა.
ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდი კომპეტენტურმა ჟიურის წევრებმა გამოავლენა.მან–სან–კანი ყოველწლიურად იმართება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს გამარჯვებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდს და წარმატებებს უსურვებს!