მალე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს სივრცითი მოწყობის გეგმა ექნება

მალე  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს სივრცითი მოწყობის გეგმა ექნება

   დაახლოებით 1 თვეში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს სივრცითი მოწყობის გეგმა ექნება. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტს ოფიციალური დოკუმენტი არ გააჩნია. დღეს სააქტო დარბაზში სივრცითი მოწყობის გეგმის განხილვა შედგა, შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ მოხდება მისი დამტკიცება. პრეზენტაცია აჭარის ფინასნთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების ჯგუფმა წარმოადგინა. 
  სივრცითი მოწყობის პრიორიტეტებია: დასახლებათა მოწესრიგებული განვითარება, დასახლებათა და დაუსახლებელი ტერიტორიების გაწონასწორებული სტრუქტურის, კერძოდ, ინფრასტრუქტურული, სოციალური, ეკოლოგიური და კულტურული განვითარების ტერიტორიული წინაპირობების შექმნა; ასევე, სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და განვითარება; მშენებლობის მდგრადი და უსაფრთხო წარმოება.