მახინჯაურში საბავშვო ბაღი გაიხსნა

მახინჯაურში საბავშვო ბაღი გაიხსნა

დღეს მახინჯაურში საბავშვო ბაღი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ და ხელვაჩაურის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გურანდა დოლიძემ გახსნეს. მერმა პატარებს საჩუქრად საბავშვო ლიტერატურა და სათამაშოები გადასცა. ახალი ბაღი უზრუნველყოფილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით,ნესტის გამწოვი აპარატით, საწოლებით და ცენტრალური გათბობის სისტემით. პატარებისთვის ჯგუფებში შეტანაილია ახალი სახელძღვანელოები და სათამაშოები. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 4 ჯგუფი ფუნქციონირებს, სადაც ამ ეტაპზე 85 აღსაზრდელი ირიცხება. ბაღში დასაქმებულია 28 ადგილობრივი. აღმზრდელ-მასწავლებლებმა გაიარეს გადამზადების კურსები. საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 575 670 ლარი დაიხარჯა. უახლოეს მომავალში ხელვაჩაურში იგეგმება კიდევ 2 ბაღის(ხელვაჩაური,ფერია) გახსნა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 15 მოქმედ ბაღში განახლდება. ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში ამ ეტაპზე 1775 აღსაზრდელი ირიცხება.