ლივანას ხეობაში ფოლკლორული ღონისძიება ,,მიმობნეული მარგალიტები 2017".

ლივანას ხეობაში ფოლკლორული ღონისძიება ,,მიმობნეული მარგალიტები 2017".

2017 წლის 14 ნოემბერს ლივანას ხეობაში(კირნათ-მარადიდი) გაიმართა ფოლკლორული ღონისძიება ,,მიმობნეული მარგალიტები 2017".
ჩვენი მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში უკვე მერამდენე წელია ტრადიციად იქცა ფოლკლორული საღამოების ,,მიმობნეული მარგალიტები" -ს ჩატარება. ხალხის მიერ შემონახული თითოეული ლექსი, გამოცანა, სიმღერა, ცეკვა, შელოცვა, იდიომი თუ ნებისმიერი სტრიქონი მართლაც მარგალიტია, ქართველი მშრომელი კაცის გონების მიერ შექმნილი და ბრძნულმეტყველების ნიმუშად ხალხშია მიმობნეული, ამიტომ ჩვენი მიზანია ფოლკლორი წამოვწიოთ წინ, გავიხსენოთ, გავაგრძელოთ და არ დავივიწყოთ ჩვენი ერის მთავარი საგანძური.