კონსტანტინე ლორთქიფანიძემ მორიგი გამარჯვება მოიპოვა ჭადრაკში

კონსტანტინე ლორთქიფანიძემ მორიგი გამარჯვება მოიპოვა ჭადრაკში

სოფელ ერგეში მცხოვრები კონსტანტინე ლორთქიფანიძე, 8 წლამდე ჭაბუკთა შორის გამართულ შეჯიბრზე, ბათუმის ჩემპიონი გახდა ჭადრაკში.
კონსტანტინე ლორთქიფანიძემ ჭადრაკი ერგეს საბავშვო ბაღში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საპილოტე პროექტის ფარგლებში შეისწავლა. ჭადრაკის შესწავლა ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში 5-6 წლიანი ჯგუფების აღსაზრდელებისათვის 2016 წელს დაიწყო.