კონკურსი თემაზე: "ადამიანის უფლებები"

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი აცხადებს კონკურსს ხატვით, ფოტოგრაფიითა და წერით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, რომლის ზოგადი თემაც გახლავთ "ადამიანის უფლებები". აუცილებელი მოთხოვნები: დაინტერესებული პირი უნდა იყოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14 დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა, ვინც თვლის რომ დასახელებულ თემაზე შეძლებს ნახატის შექმნას, ესეს დაწერასა და ფოტოების გადაღებას. რეგისტრაციის შემდეგ, სამივე მიმართულებით, დაინტერესებულ პირებს ჩაუტარდებათ ხატვის, ესეს წერისა და ფოტოგრაფიის მასტერკლასები, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი კონკურსის შინაარსი და ნაშრომისთვის აუცილებელი საკონკურსო მოთხოვნები. აღნიშნულის შემდგომ, კონკურსანტებს ექნებათ 2 კვირა იმისთვის, რომ "ადამიანის უფლებების" თემაზე შექმნან ნახატები, დაწერონ ესე და გადაიღონ ფოტოები. კონკურსის გამოფენა მოეწყობა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, სადაც გამოვლინდებიან კონკურსის გამარჯვებულები, თითო მიმართულებაში ერთი გამარჯვებული. ნამუშევრებს შეაფასებს კომპეტენტური პირებით დაკომპლექტებული კომისია. გამარჯვებულებისთვის დაწესებულია 100-100 ლარიანი ვაუჩერები (წიგნის, სამხატვრო და ტექნიკის მაღაზიების). კონკურსის მიზანია ადამიანის უფლებების შესახებ ცოდნის ამაღლება, არსებული პრობლემების გააზრება და მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება. აგრეთვე, ხატვის, წერისა და ფოტოგრფიის ნიჭის მქონე ახალგაზრდების გამოვლენა და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა და რეალიზება. რეგისტრაცია: 09 ნოემბრიდან - 17 ნოემბრამდე. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 599851457
იხილეთ ლინკი:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf2HsBLpFoIG0c4audm5Y8R6rcFaYrc_SiziOJLG2LZQyjnMQ/viewform