კონკურსი დამწყები მხატვრებისთვის და პროზაიკოსებისათვის

მონაწილეობის მსურველთათვის გასათვალისწინებელი ინფორმაცია:
კონკურსი „ჩვენი თავგადასავალი“ - დამწყები პროზაიკოსებისათვის
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ წერის ნიჭით დაჯილდოებულ 14-18 წლის მოზარდებს, რომელთაც თავიანთი მოთხრობები (მხატვრული ნაწარმოებები“ 30 ოქტომბრამდე უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე : Chvenitavgadasavali@gmail.com
აუცილებელია მიუთითოთ:
• სახელი, გვარი ასაკი;
• ქალაქი (დაბა, სოფელი), რეგიონი;
• საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მისამართი);
• სკოლის დასახელება;
• მშობლის (კანონიერი მეურვის)საკონტაქტო ინფორმაცია.
მხატვრული ნაწარმოები არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 5 გვერდს (შრიფტი - უნიკოდი, შრიფტის ზომა - 11, ფაილის ტიპი - Microsoft word document). მოთხრობის თემა თავისუფალია.
კონკურსი „შექმენი შენი კალენდარი“ - დამწყები მხატვრებისთვის
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ წერის ნიჭით დაჯილდოებულ 12-18 წლის მოზარდებს, რომელთაც თავიანთი მოთხრობები (მხატვრული ნაწარმოებები“ 30 ოქტომბრამდე უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე : shekmenishenikalendari@gmail.com
აუცილებელია გაგზავნოთ მინიმუმ 2 ნამუშევარი (jpg ფაილი).
ნამუშევრების თემა თავისუფალია.
ორივე კონკურსისთვის შეირჩევა - 18-18 მონაწილე.
ორივე კონკურსი ერთსადაიმავე დროს ერთ სივრცეში 17-20 ნოემბერს დაბა ბორჯომში გაიმართება, სადაც მონაწილეები ლიტერატურულ და სამხატვრო მარათონში ჩაერთვებიან.
პროექტი მიზანდ ისახავს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების წარმოჩენას და ახალგაზრდებში მწერლობის და მხატვრობის პოპულარიზაციას.