კონფერენციის ფარგლებში თბილისში ხელვაჩაურის კუთხე იყო წარმოდგენილი

“თანასწორი შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში” თბილისში კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან სპეციალური კუთხე. გამოფენაზე მრავლად იყო წარმოდგენილი ხალხური რეწვის ოსტატის ვარდო დევაძის ნამუშევრები. ხელნაკეთი ყვავილები, ნაქსოვი თოჯინები და სხვა ტრადიციული ნივთები. ფართო საზოგადოებისთვის ასევე წარმოდგენილი იყო ვარდო დევაძის ლექსების კრებული. იგი უახლოეს მომავალსი გეგმავს ზღაპრების გამოცემას.
ვარდო დევაძე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ზედა თხილნარში ცხოვრობს. ქსოვა 14 წლის წინ დაიწყო. ყავს 4 შვილი და 7 შვილიშვილი.
გამოფენის ორგანიზატირი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახური და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის "ქალთა ოთახია".