კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი ახალგაზრდობის ცენტრში

კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი ახალგაზრდობის ცენტრში

დღეს, ახალგაზრდებში დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანზიებით, კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი დაიწყო. საოფისე პროგრამების შემსწავლელ კურსში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 18 დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან ჩართული. კურსის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ასევე, მონაწილეობა მიიღონ სწრაფი ბეჭდვის მარათონში კურსს უძღვება პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ისტ ტრენერ - კონსულტანტი მინდია დიდმანიძე.
კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.