კიევში გამართულ ფესტივალზე თოჯინების სახალხო თეატრი მაყურებლის წინაშე წარმატებით წარსდგა

კიევში გამართულ ფესტივალზე თოჯინების სახალხო თეატრი მაყურებლის წინაშე წარმატებით წარსდგა

ხელვაჩაურის თოჯინების სახალხო თეატრმა კიევში დაგეგმილ თოჯინების მესამე საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალში მონაწილეობის მიღებისა და საუკეთესო საბავშვო სპექტაკლის დადგიმისათვის სახალხო თეატრს ფესტივალზე ორი დიპლომი გადაეცა. სამშობლოში დაბრუნებულებს მიღწეული წარმატებები მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ მიულოცა.
სპექტაკლის ჩვენებას უკრაინაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი, ირაკლი როგავა ესწრებოდა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ოფიციალური შეხვედრაც შედგა.
 წლევანდელ ფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თოჯინების თეატრები იყვნენ მიწვეული, მათ შორის, იაპონიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან, სერბეთიდან, ჩინეთიდან, შვედეთიდან, ხორვატიიდან, ბელარუსიდან, ლიეტუვადან, ირანიდან და პოლონეთიდან.
ჩვენი ქვეყანა ფესტივალზე ხელვაჩაურის თოჯინების სახალხო თეატრის რეჟისორის ნათია მახაჭაძის სპექტაკლით „ზევით ყვავილებთან მინდა“ წარსდგა .
სახალხო თეატრის დასთან ერთად ფესტივალზე ხელვჩაურის მუნივიპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე, საკრებულოს საბიუჯეტო-ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მინდია დიასამიძე და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გურანდა დოლიძე იყვნენ მიწვეული