ხვალ, 2017 წლის 22 აპრილს 11:00 საათიდან კამპანიაში „სუფთად ევროპისკენ“ მუნიციპალიტეტი ჩაერთვება

  ხვალ, 2017 წლის 22 აპრილს  11:00 საათიდან კამპანიაში „სუფთად ევროპისკენ“  მუნიციპალიტეტი ჩაერთვება

   2017 წლის 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მასშტაბული „სუფთად ევროპისკენ“ - დასუფთავების აქცია გაიმართება. ეს ინიციატივა პრემიერ-მინისტრის ეკუთვნის და კოორდინირებულია საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ.
   ხვალ, 11:00 საათიდან კამპანიაში „სუფთად ევროპისკენ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო, გამგეობა და მუნიციპალიტეტის ყველა ა(ა)იპი ჩაერთვება. ასევე პარალელურად დასუფთავდება ტურისტული ობიექტები: გვარას ციხე, მახოს ხიდი,ცხემლარას ხილი,მირვეთის ხიდი და ჩხერის ხიდი.
  „სუფთად ევროპისკენ“ - კამპანიაში მონაწილეობას სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა სამინისტროები, ადგილობრივი თვითმმართველობები, მუნიციპალიტეტები, ბიზნესისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ. აქციას ასევე მოხალისეები, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, საჯარო სკოლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები შეუერთდებიან. დასუფთავების აქცია საქართველოს 10 რეგიონის 74 მუნიციპალიტეტში გაიმართება.
   464 ლოკაციის დასუფთავებაში ჯამში 22 ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. კამპანიის მხარდამჭერებია შვედეთის განვითარების სააგენტო; „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველი“; საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“; „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“.
კამპანიის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა. მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.