ხელვაჩაურში ტურისტული ობიექტების მოწესრიგება დაიწყო

ხელვაჩაურში ტურისტული ობიექტების მოწესრიგება დაიწყო

   ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ტურისტული სეზონის შესახვედრად ემზადება. უკვე მოწესრიგდა მაჭახლის ხეობაში მირვეთი ველობილიკი და ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია. გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახური ინიციატივითა და ორგანიზებით მუნიციპალიტეტის ყველა ტურისტული ობიექტის რეაბილიტაცია 1 კვირის წინ დაიწყო. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილრება კი ტურისტულ სეზოთან დაკავშირებით ობიეტების მიმდებარედ დასუფთავების გრაფიკი შეიმუშავა. 
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მაჭახელას ტურისტული მარშრუტის მარკირება 2015-2016 წლებში მოახდინა. 2017 წლისთვის კი სააგენტო მარშრუტის დახვეწასა და პოპულარიზაციას გეგმავს. მიმდინარე წელს, პროექტის „ტურიზმის განვითარების სკოლა“ ფარგლებში ასევე იგეგმება მაჭახელას ტურისტულ მარშრუტზე არსებული ტურისტული ობიექტების მეპატრონეების გადამზადება და ტურისტული სეზონისთვის მომზადება.