ხელვაჩაურში წყლის ხარისხის შესამოწმებელი ლაბორატორია გაიხსნა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ წყლის ხარისხის შესამოწმებელი ლაბორატორია გახსნა. ლაბორატორიის ფუნქციონირება ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის მერიის შპს "ხელვაჩაურის წყალკანალის" ზედამხედველობით განხორციელდება. ლაბორატორიის საშუალებით შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის მასშტაბით როგორც სასმელი, ასევე ტექნიკური წყლის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების და დაბინძურების კოეფიციენტის განსაზღვრა წყლის ხარისხის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით სისტემატურად მიმდინარეობს წყლის სათავე ნაგებობების რეცხვა/წმენდა სერტიფიცირებული დეზინფექტორ-ოპერატორები მიერ. ასევე, წყლის სათავე ნაგებობებზე დაწყებულია წვეთოვანი საქლორაციო სისტემების მოწყობა, რომელიც მოკლე დროში დასრულდება.