ხელვაჩაურში წყალსადენებზე საქლორატოლო მოწყობილობები დამონტაჟდა

ხელვაჩაურში წყალსადენებზე საქლორატოლო მოწყობილობები დამონტაჟდა

   ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდების მიზნით მიმდინარეობს წყალსადენებზე პრევენციული ღონისძიებების გატარება.

   ახალშენის, სალიბაურის, სარფის, შუა მახინჯაურის, თხილნარისა და აგარას წყალსადენებზე უკვე დამონტაჟდა საქლორატორო მოწყობილობები. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 49 737 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ლადა“ აწარმოებდა.

   ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა წყალსადენზე გეგმავს საქლორატოლო მოწყობილობების დამონტაჟებას.