ხელვაჩაურში თოვლის საფარისგან გზები იწმინდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა დღეს დილიდან მიმდინარეობს. ამჟამად ტექნიკა მობილიზებულია: მაჭახლის ხეობის სოფლებში: ზედა და ქვედა ჩხუტუნეთში, ჩიქუნეთში, ქვედა და ზედა ქოქოლეთში. ამ დროისთვის სულ მობილიზებულია 4 ერთეული ტექნიკა.