ხელვაჩაურში სახალხო დღესასწაული

ხელვაჩაურში სახალხო დღესასწაული
 
დღეს ხელვაჩურის მუნიციპალიტეტში, სარფის სანაპიროზე სახალხო დღესასწაული "კოლხობა 2017" აღინიშნა. კოლხობას ტრადიციულად ისტორიული ლაზეთის ნაწილში, სარფისა და გონიოს ტერიტორიაზე ზეიმობენ და მასში მონაწილეობას ღებულობს როგორც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული ფოლკლორული ჯგუფები. ღონისძიებების ციკლი დღეს 12:00 საათიდან დაიწყო, რომელსაც ადგილობრივებთან ერთად მეზობელ თურქეთში მცხოვრები ლაზებიც ესწრებოდნენ. სარფის ულამაზეს სანაპიროზე წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა, ხალხური რეწვის ნიმუშები, ლაზური ტრადიციებისა და სამზარეულოს ამსახველი კუთხეები. სახალხო დღესასწაულს აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლთან ნადიმ ვარშანიძესთან ერთად დაესწრო.კოლხობის დღესასწალი ლაზებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეუღლესთან ერთად მიულოცა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ღია ცის ქვეშ ძველი კოლხეთის ისტორიისა და ლაზების მიერ დღემდე მოტანილი ტრადიციების შესახებ საზოგადოებას ცნობილმა ლაზმა პოეტმა იაშა თანდილავამ ესაუბრა. სახალხო დღესასწაულს საფუძველი პირველად 1978 წელს ჩაეყარა, რომელიც ,,ქვაომხაზობის” სახელით გაიმართა. 1979 წლიდან კი დღესასწაული სარფის სანაპიროზე ,,კოლხობის” სახელით იმართებოდა. „კოლხობა“ მეფე აიეტის და მედეას მითთან არის დაკავშირებული.