ხელვაჩაურში საბავშვო ბაღის მშენებლობა გრძელდება

ხელვაჩაურში საბავშვო ბაღის მშენებლობა გრძელდება

    დაბა ხელვაჩაურში 120 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 200 000 ლარს დაიხარჯება.ტენდერში გამარჯვებული შპს „ნიკა“ ორ სართულინ თანამედროვე ობიექტის აშენება 2016 წლის ივლისის თვეში დაიწყო და 2017 წლისთვის დაასრულებს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვისაც.
   აღსანიშნავია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2012 წლამდე სულ 9 ბაღი ფუნქციონირებდა. 3 წლის მანძილზე მუნიციპალიტეტში დამატებით 5 საბავშვო ბაღი აშენდა და 4 ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ამჟამად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 13 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ფუნქციონირებს.