ხელვაჩაურში პედაგოგებს შორის ფრენბურთში ღია პირველობა ჩატარდა

ხელვაჩაურის ღია პირველობა ფრენბურთში პედაგოგებს შორის სასპორტო სკოლაში ჩატარდა. პირველი ადგილი ხელვაჩაურის, მეორე ქედის, მესამე კი ბათუმის ნაკრებმა გუნდმა დაიკავა.
გამარჯვებულები ხელვაჩაურის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დავით საფარიძემ, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ქეთევან დევაძემ და ხელვაჩაურის რესურსცენტრის დირექტორმა ნევრესტან დიდიმანიძემ დააჯილდოვა.
ღონისძიება პედაგოგებს შორის უკვე მესამე წელია ხელვაჩაურის რესურსცენტრისა და გამგეობის ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.