ხელვაჩაურში გზების გაწმენდა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

ხელვაჩაურში გზების გაწმენდა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

     ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი ამ დროისთვის დაახლოებით 1 მეტრია. თოვლისგან მასაური-ქომურჯის საავტომობილო გზის გაწმენდა შესაბამისი ტექნიკით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაო პროცესს აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი მოადგილე რაულ ბერიძესთან ერთად გაეცნო. დეპარტამენტის უფროსს ინფორმაცია ხელვაჩაურში სამუშაოებზე პასუხისმგებელმა პირმა გააცნო. ამ დროისთვის აღნიშნული გზის მონაკვეთი გაწმენდილია და მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება.