ხელვაჩაურში გზების დაბეტონება გრძელდება

 ხელვაჩაურში გზების დაბეტონება გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არმირებული წესით ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება გრძელდება.დღეს შიდა სასოფლო გზა ზედა ჩხუტუნეთში დაბეტონდა. მიმდინარე წელს ხელვაჩაურის სოფლებში გზების კეთილმოწყობისთვის ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯება, აქედან მილიონ 400 ათასი ლარი აჭარის მთავრობამ გამოყო, რომელიც არმირებული წესით ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებაზე დაიხარჯება.