ხელვაჩაურში გზები მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 80 დან 150 სანტიმეტრს აღწევს. თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური ტექნიკით მიმდინარეობდა.
აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი გვიან ღამით მაჭახელაში, მაღლაკონში, ხერთვისში, აჭარისწყალში, კაპნისთავში, ზედა ჯოჭოში, ხეღრუში, ზედა ახალშენში, თავკალოსა და კახიძეებში იმყოფებოდა. დეპარტამენტის უფროსს არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია ხელვაჩაურში მიმდინარე სამუშაოებზე პასუხისმგებელმა პირმა გააცნო. აღნიშნულ სოფლებში გზა უკვე გაწმენდილია და ამ დროისთვის მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება.
დილიდან სამუშაოები მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენის, სარფის, შარაბიძეების, თხილნარის, აჭარისწყალის, მაჭახელასა და კირნათის თემების შიდა საუბნო გზებზე მიმდინარეობს და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.