ხელვაჩაურში 2018 წელს 49 ერთეული ფერდსამაგრი ნაგებობა მოეწყო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლების მიმართ ფერდსამაგრი ნაგებობის ხელშეწყობის პროგრამა დასრულებულია. 2018 წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 49 ერთეული დამცავი გაბიონი, საყრდენი კედელი და ფერდსამაგრი მოეწყო, რისთვისაც მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან 495 872 ლარი იქნა გამოყოფილი.