ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში სპორტულ -შემეცნებითი კონკურსი ჩატარდა

2017 წლის 17 მარტს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში სპორტულ -შემეცნებითი კონკურსი ჩატარდა. კონკურსისათვის სპეციალურად შექმნილმა პროფესიონალთა ჯგუფმა მოამზადა საქართველოს სპორტის ისტორიიდან კითხვები.
კონკურსში 13 სკოლის 63 მოსწავლე მონაწილეობდა. პირველი ადგილი იმედი ლორთქიფანიძემ (19 ქულა) - სალიბაურის №2 საჯარო სკოლის მოსწავლემ დაიკავა, მეორე ადგილი ზვიად თავდგირიძემ (18 ქულა) ხელვაჩაურის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ხოლო მესამე ადგილი მალხაზ აბაშიძემ(16 ქულა) ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლემ მოიპოვა. გამარჯვებულებს საჩუქრები, სიგელები და მედლები გადაეცათ, ფასიანი საჩუქრები მიიღეს ასევე სპორტისა და ისტორიის პედაგოგებმა.
სპორტულ- შემეცნებითი კონკურსი წელს პირველად ხელვაჩაურის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.