ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში გენადი ჩხაიძის სახელობის ტურნირი გაიმართა

ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში მსოფლიოს სტუდენტური უნივერსაიდის ჩემპიონის გენადი ჩხაიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში. შეჯიბრში 130 სპორტსმენი მონაწილეობდა. ისინი ერთმანეთს 12 წონით კატეგორიაში დაუპირისპირდნენ. ტურნირს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახა ფუტკარაძე ესწრებოდა, რომელმაც გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადასცა საჩუქრად.
ამჟამად ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის დირექტორის, სიდნეის ოლიმპიური თამაშების მონაწილის,საქართველოს და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულის და პრიზიორის გენადი ჩხაიძის ტურნირი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით წელს უკვე მესამედ გაიმართა.