ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში ჭადრაკის პოპულარიზაცია გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ჭადრაკის პოპულარიზაცია გძელდება. დღეს „ქალთა ოთახში“ 13 საბავშვო ბაღის მოხალისე პედაგოგს ჭადრაკში მე-2 ეტაპის ტრენინგი ჩაუტარდა, რომელსაც გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მთ.სპეციალისტი ზურაბ ზაქარიაძე უძღვებოდა. თოთოეულმა პედაგოგმა ინდივიდუალურად გაიარა პრაქტიკული სავარჯიშოები.
ჭადრაკის შესწავლა ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში 5-6 წლიანი ჯგუფების აღსაზრდელებისათვის 2016 წელს დაიწყო. საპილოტე პროგრამა თავდაპირველად მხოლოდ აჭარისწყლის საბავშვო ბაღში განხორციელდა, რომელმაც გაამართლა. მოგვიანებით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ჭადრაკის შესწავლა 13-ვე საბავშვო ბაღში დაწყებულიყო.
ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ინიციატივით, ხოლო გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, ხელვაჩაურის „ქალთა ოთახისა“ და ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა.