ხელვაჩაურის პჯდ 5 მაღალი გამავლობის ავტომობილი გადაეცა

➡ დღეიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოქმედი 14 -ვე პირველადი ჯანდაცვის ცენტრი მაღალი გამავლობის ავტომანქანებით იქნება უზრუნველყოფილი. დღეს „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მ/შ ზაალ მიქელაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს 5 ავტომანქანა გადასცა საჩუქრად.ღონისძიებას ხელვაჩაურის მერიის ჯანდაცვის განყოფილების უფროსი მზევინარ გათენაძე, პჯდ ცენტრებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
➡ დღეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხუთი ავტომანქანა ხელვაჩაურის, ორი ქობულეთის, ხოლო ერთი ხულოს პჯდ ცენტრებს გადასცა. სამინისტრომ, 2018 წლის პროგრამის ფარგლებში, ჯამში 8 ავტომანქანა შეიძინა.
➡აჭარაში სულ 56 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ფუნქციონირებს. სამინისტროს ინფორმაციით, აქედან მაღალი გამავლობის ავტომანქანა სამინისტროს 2014-2018 წლების პროგრამის ფარგლებში გადაეცა 51 ცენტრს, ხოლო 5 ამბულატორიას სატრანსპორტო საშუალებები მუნიციპალიტეტების მერიებმა შეუძინეს. შესაბამისად წელს სრულდება რეგიონის პჯდ ცენტრების ავტოპარკის სრულად შევსება