ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია იწყება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია იწყება

 

 

 

     უახლოეს მომავალში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია დაიწყება.

სამედიცინო გამოკვლევებს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“-ს ექიმები ჩაატარებენ.
აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას მომსახურებას გაუწევს: ქირურგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, თერაპევტი, ნევროპათოლოგი და ოტო-რინო-ლარინგოლოგი. ჩატარდება კარდიოგრაფიული და ექოსკოპიური კვლევებიც.
  სამედიცინო აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობოს განყოფილების, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ექიმების ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება.

  უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება შემდეგი გრაფიკით:

2017 წლის 25 მარტი– სოფელი კაპრეშუმი;

2017 წლის 29 აპრილი – სოფელი ახალისოფელი;

2017 წლის 27 მაისი – სოფელი ზედა კირნათი;

2017 წლის 24 ივნისი – სოფელი აღმართი ( მაჭახლის ხეობა);

2017 წლის 29 ივლისი – სოფელი თხილნარი;

2017 წლის 26 აგვისტო – სოფელი აჭარისწყალი;

2017 წლის 30 სექტემბერი – სოფელი მახო.