ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ურეხში სოციალური სახლის მშენებლობის პროცესი ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამშენებლო კომპანიის ბრიგადები  შიდა სარემონტო სამუშაოებს აწარმოებენ.

   პროექტის ფარგლებში, 23 ბინიანი კორპუსი შენდება. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია- „მშენებელი 80“ აწარმოებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 432 786(მილიონ ოთხასოცდათორმეტი ათას შვიდასოთხმოცდაექვსი) ლარია გამოყოფილი. სოციალური სახლი მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.