ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განახლება-სამება საავტომობილო გზის ნაწილი მოწესრიგდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განახლება-სამება საავტომობილო გზის ნაწილი მოწესრიგდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა მოადგილე რაულ ბერიძესთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განახლება-სამება საავტომობილო გზის კმ0+500-კმ2+000 მონაკვეთზე (1500 მეტრზე) მიმდინარე ა/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოებს შ.პ.ს „ზიმო7“ აწარმოებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 441 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 58 გრძ.მ. გაბიონი, 21 გრძ.მ. ბეტონის კედელი, 1216 გრძ.მ. რკინაბეტონის კიუვეტი და 18 გრძ.მ. ლითონის მილი. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით ა/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ხვალისთვის დასრულდება. #რეგიონები2017 #აჭარა2017 #გზები2017 #რახდებაგზებზე2017#ვითარებაგზებზე