ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი 2 ლოკაციაზე აღინიშნა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი 2 ლოკაციაზე აღინიშნა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი 2 ლოკაციაზე აღინიშნა. ორთაბათუმის ცენტრში მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ ვიცე-მერთან ზვიად ხალვაშთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად რესტავრირებული ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალი გახსნა.
საჯარო მოხელეებმა ადგილობრივებთან ერთად მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს. დღესვე ღია ცის ქვეშ ღონისძიება გაიმართა.